22 მაი 2026
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოინახულეს.
დელეგაციის წევრები დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა საჩვენებელი ტაქტიკური წვრთნები.