22 მაი 2026
უმაღლეს საბჭოში ბიუროს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც მინურ პაქსაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. საკითხი დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გავა.
პლენარული სესია ორშაბათს, 25 მაისს გაიმართება. მინურ პაქსაძე დავით გაბაიძის ადგილმონაცვლეა.
დავით გაბაიძეს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება გუშინ გამართულ სხდომაზე შეუწყდა, რის მიზეზადაც მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობაზე წარდგენა დასახელდა.
უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის განცხადებით, პარტიულ სიაში თადარიგთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილება მოხდა. მისი თქმით, უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი იქნება ამავდროულად ხულოს დელეგატი და საკანონმდებლო ორგანოში ხულოს მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი.