საქართველოს პრეზიდენტს 8 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

22 მაი 2026

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები თურქეთის , ბოსნია და ჰერცეგოვინის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ინდოეთის, გვინეის რესპუბლიკის, გამბიის, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკისა და პარაგვაის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.