საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაზე

22 მაი 2026

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ სარჯველაძე გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა და დელეგატებს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

მინისტრმა, ასევე, შეხვედრები გამართა სესიაში მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვის სისტემის რეფორმების მიმდინარეობაზე, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარებასა და ფარმაცევტული პოლიტიკის საკითხებზე.