ქვეყანა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება

23 მაი 2026

ქვეყანა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება - 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე საზეიმო ბანერები განთავსდა. მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება. წვევამდელები ფიცს საზეიმოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.