23 მაი 2026
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შანსის პროვინციაში მდებარე „ლიუშენიუს“ მაღაროში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე გაზი აფეთქდა, რა დროსაც ადგილზე 247 მაღაროელი იმყოფებოდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა დაშავებულების დასახმარებლად და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ძალისხმევა არ დაიშურონ. სი ძინპინმა ასევე გასცა ბრძანება, აფეთქების მიზეზი საფუძვლიანად გამოიძიონ.