23 მაი 2026
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილმა „112“-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ნიკოლოზ ბაჭულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.