23 მაი 2026
რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ოპერატიული შტაბის განცხადებით, ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა. უწყების ცნობით, დაშავდა 2 ადამიანი.