23 მაი 2026
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატებსა და გრაფიკთან დაკავშირებით აშშ-გან პასუხს ელოდება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პოზიცია ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში, რადგან წლის დასაწყისიდან უკრაინის ტერიტორიის 590 კილომეტრი გათავისუფლდა და კიევი კონტროლის ქვეშაა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან საუბრისას მათ უკრაინული დაზვერვისთვის ხელმისაწვდომი დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსების გეგმების შესახებ.