თურქეთში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

23 მაი 2026

 თურქეთში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე, რომელსაც 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, საქართველო ცხრა ცხენოსნით არის წარმოდგენილი. ქართველმა ცხენოსნებმა მაყურებლის წინაშე შეასრულეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორებიცაა - ცხენბურთი და ყაბახი. ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი ცხენოსნები ტრადიციულ ხალხურ თამაშობებს 24 მაისის ჩათვლით წარმოადგენენ. ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.