აჭარაში ფართომასშტაბიანი სამედიცინო გამოკვლევების კამპანია  მუნიციპალიტეტებში გრძელდება

23 მაი 2026

აჭარაში   ფართომასშტაბიანი სამედიცინო გამოკვლევების    კამპანია  მუნიციპალიტეტებში გრძელდება.  სერვისით 1 000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. სამედიცინო აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისარგებლონ მრავალპროფილური სამედიცინო კვლევებით: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს გამოკვლევებით, ასევე, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის, ტუბერკულოზის და ჰიპერტენზიის სკრინინგით, ექიმთა კონსულტაციებით. კვლევები ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის - ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი” ფარგლებში, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა.