23 მაი 2026
„ბაზარი ორბელიანზე“ - ამ სახელწოდებით, „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. ასევე, მოეწყო სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები. გაიმართა ბავშვთა ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი, სადაც ქართულ-აფხაზური ფოლკლორული სიმღერები შესრულდა.