საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

23 მაი 2026

საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა, რომლის მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა და გარემოსდაცვით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოკონკურსის „საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში“ გამარჯვებულების დაჯილდოებაც. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მაისს აღინიშნება.