23 მაი 2026
რეგიონში უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას ბათუმში პანელური დისკუსია მიეძღვნა. შეხვედრაზე ბაზრის თანამედროვე გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და გაყიდვების ეფექტური მიდგომები განიხილეს.
დისკუსიაში უძრავი ქონების სექტორის ლიდერი კომპანიების წარმომადგელები, დეველოპერები, გაყიდვების სპეციალისტები და ბროკერები მონაწილეობდნენ. შეხვედრა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.