23 მაი 2026
ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.
მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.
პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.
მინისტრმა კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელთან ერთად განიხილა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები, ამასთან, უწყების ინფორმაციით, ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ეფექტურად მართვის საკითხებზე.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს - მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.