23 მაი 2026
დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, მათ შორის მოეწყობა საჭიდაო დარბაზი და ფიფას სტანდარტების შესაბამისი, 450 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედანი.
ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებული სტადიონის ინფრასტრუქტურას. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ღორჯომში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი დაათვალიერა.
ორსართულიანი სპორტული კომპლექსი სრულად აღიჭურვა ინვენტარით და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ახალი ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობს ღორჯომის თემის მოსახლეობა.