23 მაი 2026
,,სასკოლო განათლება-თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“ - ბსუ-ში სტუდენტთა და მოსწავლეთა მეთორმეტე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. ფორუმზე სხვადასხვა მიმართულების 25 სექცია მუშაობს.
სამეცნიერო ფორუმის მიზანი, რომელიც ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება, ახალგაზრდა მკვლევარებში სამეცნიერო-პრაქტიკული უნარების განვითარება, სკოლისა და უნივერსიტეტის აკადემიური კავშირების გაღრმავება, საგანმანათლებლო სივრცეში არსებული აქტუალური საკითხების წარმოჩენა და დისკუსიაა.