ვოლოდიმირ ზელენსკი - უსამართლო იქნება უკრაინა ევროკავშირში იყოს, მაგრამ ხმის უფლების გარეშე დარჩეს

23 მაი 2026

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭება უსამართლოა, რადგან კიევი ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებს.

 უკრაინის პრეზიდენტმა წერილი გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს, რომელშიც გერმანიის კანცლერის წინადადებას გამოეხმაურა, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებში უკრაინისთვის პირდაპირი როლის მინიჭებას ითვალისწინებს, რაც გაწევრიანებამდე შუალედური ნაბიჯი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის შესაძლებლობა შეიქმნა.ასევე პრეზიდენტი  ევროკავშირის ლიდერებს ომის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.