მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა

23 მაი 2026

აშშ-ის სახელწმფიო მდივანი, ინდოეთში ჩავიდა. მარკო რუბიო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში კოლკატას, ნიუ-დელის, აგრასა და ჯაიპურს ეწვევა. დღეს არის დაგეგმილი მარკო რუბიოსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ინდოეთში დაგეგმილ შეხვედრებზე მარკო რუბიო ვაჭრობის, ენერგეტიკისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავს.