სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების გამო - სუს-ი

23 მაი 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.



მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის", - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქალაქ ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.