23 მაი 2026
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარის მოთხოვნა ლევან ახობაძე 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, მოსამართლე ნანა შამათავამ არ გაითვალისწინა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ბრალს არ აღიარებს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობაზე ყოფნისას კერძო მეწარმეს ლარსზე ჩამორთმეული 40 000 000 რუსული რუბლის დაბრუნებაში დაეხმარა. სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 250 ათასი ლარი აიღო. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.