მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა

23 მაი 2026

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება რუსთაველის ეროვნულ თეატრში -  კულტურის სამინისტროს ორგანიზებით  გამართულ ღონისძიებაზე, სამუზეუმო წელი შეაჯამეს. სამუზეუმო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „წლის მუზეუმელის“ ჯილდო 20 მუზეუმელს გადასცა. მიმდინარე წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეული საქართველოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში  კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნა.