23 მაი 2026
სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რეგიონული სასწავლო ტურის მეორე ეტაპი 17 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით გაიმართა.
რეგიონული სასწავლო ტურის მიზანი რეგიონის საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი პრაქტიკული უნარების, კომპეტენციებისა და თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება იყო. ტურის ფარგლებში სპეციალურმა მასწავლებლებმა პროფესიული პრაქტიკა გაიარეს თბილისის იმ საჯარო სკოლებში, რომლებსაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით წარმატებული გამოცდილება აქვთ.