საფრანგეთმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

23 მაი 2026

საფრანგეთმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მინისტრს იტამარ ბენ-გვირს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ ბორტზე მყოფი „საფრანგეთის და ევროპის მოქალაქეების მიმართ მიუღებელი ქმედებების“ საპასუხოდ აეკრძალა. ჟან-ნოელ ბარომ ევროკავშირს ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.