ბათუმი კრივში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

23 მაი 2026

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო წარსულში ცნობილი მოკრივის, აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი კრივში. შეჯიბრება უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ტარდება და მასში 10 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს მამაკაცთა და ქალთა ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ წელს ირაკლი აბაშიძის სახელობის ტურნირზე ასპარეზობა 18 მედლით დაასრულა. ქართველი მოკრივეების ანგარიშზე 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია. ფინალური შეხვედრები 27 მაისს გაიმართება. საერთაშორისო ტურნირზე კრივში გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.