23 მაი 2026
დღეს კვარიათში აჭარის მეკლდეურობის ფედერაციის ორგანიზებით კლდეზე ცოცვაში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი ორ სახეობაში, სწრაფ და რთულ ცოცვაში ჩატარდა. ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართა და პირველობისთვის 21 მეკლდეური იბრძოდა. გამოვლონდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატსა და სხვადასხვა რანგის ტურნირებზე იასპარეზებენ.