საქართველოს პირველობა შვიდკაცა რაგბიში

23 მაი 2026

დღეს ბათუმის სარაგბო ბაზაზე დაიწყო ოლიმპიური სახეობის, შვიდკაცა რაგბის საქართველოს პირველობა, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონობისთვის აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის და თბილისის პირველი და მეორე ნაკრები გუნდები, ასევე საქართველოს შვიდკაცა ნაკრები იბრძოლებს.

ორგანიზატორთა განცხადებით ტურნირის მთავარი მიზანია საქართველოში შვიდკაცა რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, რეგიონებში ახალგაზრდა და პერსპექტიული მორაგბეების გამოვლენა, რეგიონალური ნაკრებების შორის კონკურენტული და მაღალი დონის სათამაშო გარემოს შექმნა და ეროვნული ნაკრებებისათვის მოთამაშეთა შერჩევისა და განვითარების პროცესის ტურნირი საქართველოს რაგბის კავშირისა და აჭარის რაგბის კავშირის ორგანიზებით ტარდება. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს პირველობა შვიდკაცა რაგბიში წელს პირველად ტარდება.