24 მაი 2026
ირანი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას მოიცავს.
„სიბიეს ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ „შესაძლო შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ჰორმუზის სრუტე კვლავ ირანის კონტროლის ქვეშ დარჩება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება ძირითადად მიღწეულია, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნასაც ითვალისწინებს.