სროლა თეთრ სახლთან - ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

24 მაი 2026

აშშ-ში თეთრ სახლთან სროლა იყო - ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პირი, რომელმაც თეთრ სახლთან ცეცხლი გახსნა, საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლისას დაიჭრა.

მედიამ ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა - ის 21 წლის ნასირ ბესტია, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიცრებს შეიარაღებული პირის დაკავებისას „სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა. 

თეთრი სახლის მიმდებარედ ათობით გასროლის ხმა რამდენიმე საათის წინ გაისმა.