24 მაი 2026
რუსეთმა კიევზე იერიში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიიტანა. დაიღუპა სულ მცირე 1 და დაშავდა 44 ადამიანი. მათ შორის 2 ბავშვია. 28 პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებლები, სულ მცირე, 10 ძლიერი აფეთქების შესახებ იტყობინებიან. შევჩენკოს რაიონში რაკეტის ნამსხვრევები 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ასევე დარტყმა განხორციელდა ამავე რაიონში მდებარე სკოლის შენობაზე, სადაც მოქალაქეები თავს აფარებდნენ. წინასწარი ინფორმაციით თავშესაფრის შესასვლელი ნანგრევებითაა ჩაკეტილი.