ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც თეთრი სახლის მახლობლად უსაფრთხოების საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა.

24 მაი 2026

ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც თეთრი სახლის მახლობლად უსაფრთხოების საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა. საიდუმლო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა მამაკაცს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის დაიჭრა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სროლის დროს დაიჭრა ასევე ერთი გამვლელი, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიის ცნობით ეჭვმიტანილი 21 წლის ნასირ ბესტია, რომელსაც ადრეც ჰქონდა შეხება საიდუმლო სამსახურეთან. მან 2025 წლის ივნისში თეთრი სახლის შესასვლელი გადაკეტა.