იმედი მაქვს, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნა ასევე გააძლიერებს ოთხმხრივ თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის - სერდარ კილიჩი

24 მაი 2026

იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ნაბიჯი ასევე გააძლიერებს ოთხმხრივ თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, – ასე ეხმაურება სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი, სერდარ კილიჩი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა.

„ახალი ნაბიჯი პირდაპირი ვაჭრობის მიმართულებით თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში. იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ნაბიჯი, ასევე გააძლიერებს თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ოთხმხრივ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში, წარმატებას მოუტანს ყველა ამ ქვეყანას“, – განაცხადა თურქმა დიპლომატმა.