პაკისტანში რკინიგზის ლიანდაგთან აფეთქება მოხდა - დაიღუპა 16 ადამიანი

24 მაი 2026

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რკინიგზის ლიანდაგთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშვდა 70-ზე მეტი პირი, რომელთაგან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ კვეტაში, რკინიგზის ლიანდაგთან ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც იქ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. აფეთქებისას ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია ახლომდებარე შენობა და გზის გასწვრივ გაჩერებული ათზე მეტი ავტომობილი.