24 მაი 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან ქედაშიც. ღონისძიებები დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერ ყადირ შერვაშიძის ბიუსტის ყვავილებით შემკობით გაიხსნება და დღის განმავლობაში არაერთი გასართობი და სპორტული აქტივობა გაიმართება. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ბავშვებისთვის კი შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიება ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.