24 მაი 2026
ბათუმის სარაგბო ბაზაზე დასრულდა ოლიმპიური სახეობის, შვიდკაცა რაგბის საქართველოს პირველობა, რომელშიც რვა რეგიონალური გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონობისთვის აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის და თბილისის პირველი და მეორე ნაკრები გუნდები, ასევე საქართველოს შვიდკაცა ნაკრები იბრძოდნენ. ორგანიზატორთა განცხადებით ტურნირის მთავარი მიზანი საქართველოში შვიდკაცა რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა და რეგიონებში ახალგაზრდა და პერსპექტიული მორაგბეების გამოვლენაა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში თბილისის გუნდი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი კახეთის შვიდკაცა რაგბის ნაკრები გავიდა.
ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და მომდევნო წლებში სისტემატურად გაიმართება. საქართველოს პირველობა შვიდკაცა რაგბიში საქართველოს რაგბის კავშირისა და აჭარის რაგბის კავშირის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.