24 მაი 2026
უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმას ევროპელი ლიდერები გამოემხაურნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო თავდასხმა და „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტების გამოყენება.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი ძალა არ არის და ეს სასოწარკვეთილებაა.
თავდასხმას გამოეხმაურა კაია კალასის, რომელმაც მომხდარს საზარელი ტერორისტული აქტი უწოდა.