თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისთან პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა

24 მაი 2026

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისთან პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ოფისთან პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სამართალდამცველები „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერის, ოზგურ ოზელის ოფისიდან გასაყვანად მივიდნენ მას შემდეგ, რაც სასამართლომ პარტიის 2023 წლის კონგრესის გადაწყვეტილება გააუქმა, როდესაც ოზელი პარტიის ლიდერად აირჩიეს. ანკარის გუბერნატორმა ოფისში მყოფი პირების გამოსახლების ბრძანება გასცა.