ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში

25 მაი 2026

ეროვნული ლიგის მე-15 ტური ქართული „კლასიკოთი“ დაიწყო – „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გავიდა. გიორგი არაბიძემ პასით გოლი ფილიპე პერესმა  გაიტანა.

ეროვნულ ლიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 22 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ მე-2 პოზიცია შეინარჩუნა და ლიდერ „იბერიასთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. 

„გაგრამ“ ეროვნული გორის „დილას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. „გაგრა“ 64-ე წუთზე კლაუდინეიმ დააწინაურა. მეორედ სტუმრებს ანდრეი ანდრეიჩუკმა 86 წუთზე გაუტანა. „გაგრამ“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 15 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა, მაგრამ კონკურენტებთან სხვაობა შეამცირა, გორის „დილა“ 20 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

დღეს ეროვნული ლიგის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება. 

სამგურალი“ „იბერიას“ უმასპინძლებს, ბათუმის „დინამო“ „რუსთავს“ მიიღებს, „მეშახტე“ კი გასვლაზე „სპაერს“ დაუპირისპირდება.