სანდრო ბაზაძის ბრინჯაო მსოფლიო თასზე

25 მაი 2026

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბაზაძემ მეოთხედფინალში ამერიკელი ვილიამ მორილი 15-10 დაამარცხა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ნახევარფინალური მატჩი ბაზაძემ სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰისთან დათმო.

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. მან ოქროს მედალი გასულ წელს თბილისში გამართულ პლანეტის პირველობაზე მოიპოვა.