საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

25 მაი 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე  ირანის  ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული  თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით,  ბრალდებულის სახით მასთან ერთად  დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე  გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის „სარფის" გვერდის ავლით,  უკანონოდ და მალულად ცდილობდა. 

პოლიციამ ორივე  მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 344-ე პრიმა, 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.