„ბათუმმა“ თსუ დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

25 მაი 2026

სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში „ბათუმმა“ დამაჯერებლად 91:63 მოუგო თსუ-ს, სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა. ახლა სერია ზღვისპირეთში გადაინაცვლებს.

ანალოგიური შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ყველაფერს მეხუთე მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 31 მაისს, თბილისი არენაზე გაიმართება. თუმცა „ბათუმს“ საკუთარ კედლებში ჩემპიონობის მოპოვების რეალური შანსი აქვთ.

ფინალური სერიის შემდეგი, მესამე შეხვედრა ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიმართება, ხოლო მეოთხე მატჩს ზღვისპირეთი 28 მაისს უმასპინძლებს. ამისთვის მათ ორივე მატჩის მოგება სჭირდებათ. 

უშუალოდ დაპირისპირებას რაც შეეხება, გამარჯვებულებს 26 ქულით, 12 მოხსნითა და 6 პასით მაირინ ტომასმა ულიდერა. 16 ქულა დავით ლომიძის აქტივშია, ხოლო კარსონ ბაშამმა და აკაკი დვალიშვილმა გუნდს 11-11 ქულა შემატეს.

ორმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 10 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.