ჰარი კეინმა „ოქროს ბუცი“ ზედიზედ მეორედ მოიგო

25 მაი 2026

„ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი 2025-26 წლების სეზონის „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. 32 წლის ინგლისელმა ბუნდესლიგის 31 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

კეინისთვის ეს მეორე „ოქროს ბუცია“ კარიერაში. „ბაიერნში“ თავის სადებიუტო 2023-24 წლების სეზონში, მან ასევე 36 გოლი გაიტანა.

მეორე ადგილზე 54 გოლით ერლინგ ჰალანდი გავიდა, კილიან მბაპე კი 50 გოლით მესამე იყო.