მიქაუტაძემ ლა ლიგა გოლით დაასრულა

25 მაი 2026

გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „ატლეტიკოს“ გაუტანა. მისმა „ვილიარეალმა“ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი 5:1 დაამარცხა. მიქაუტაძემ გოლი მე-40-ე წუთზე გაიტანა. 

ვილიარეალმა“ 72 ქულა დააგროვა, მადრიდის „ატლეტიკოს“ სამი ქულით გადაასწრო და სეზონი „ბარსელონას“ და „რეალის“  შემდეგ მესამე პოზიციაზე დაასრულა.

გიორგი მიქაუტაძემ კი 32 შეხვედრაში ანგარიშზე 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და კარიერაში მესამედ მოახერხა ტოპლიგაში 10-გოლიანი ბარიერის გადალახვა.

მომდევნო სეზონში „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.