25 მაი 2026
პროექტ „ECO Georgia“ ფარგლებში სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა გურიაში, სოფელ სურებში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციისა და სატყეო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები ქვეყნის მასშტაბით 168 კმ-ზე განხორციელდება.
პროექტი „ECO.Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამ სამიზნე რეგიონში ხორციელდება.