ფილიპინების დედაქალაქში მშენებარე სასტუმრო ჩამოინგრა, არიან დაღუპულები

25 მაი 2026

ფილიპინებში, ანჯელეს სიტიში მშენებარე სასტუმროს ნანგრევებში  მოყოლილებს ეძებენ. მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაშველებმა ღამით ნანგრევებიდან კიდევ ორი ​​ადამიანი ამოიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თერმულმა სკანირებამ ნანგრევების ქვეშ სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა.

შემთხვევის ადგილზე  მომუშავე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები შენობის ჩამოშლის მიზეზის დადგენას ცდილობენ.

ინციდენტის დროს  შენობის დამატებით მეათე სართულზე საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობდა.