კალიფორნიაში ჰაერში ქიმიური ნივთიერებების გაფრქვევის რისკის აღმოფხვრას ცდილობენ

25 მაი 2026

კალიფორნიის შტატის ქალაქ გარდენ გროუვში  გაჟონვის შედეგად ქიმიურ რეზერვუარში  კატასტროფული აფეთქების რისკის შესამცირებლად საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.

სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით,  გადაუდებელი ღონისძიებების მიზანი რეზერვუარიდან წნევის უსაფრთხოდ გამოთავისუფლება და კატასტროფული შედეგებისა და აფეთქების რისკის აღმოფხვრა იყო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ  მოსახლეობას მოუწოდა, განერიდოს ევაკუაციის ზონას, რადგან ასობით მეხანძრე-მაშველი  შემთხვევის ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებს.