სამზადისი 26 მაისის ღონისძიებებისთვის

25 მაი 2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის სამზადისი გრძელდება.  თავისუფლების მოედანზე გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება. 

გარდა ამისა ერთდროულად 12 ისტორიულ ადგილას რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ.

სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო კონცერტებით დასრულდება.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს.