25 მაი 2026
ვენესუელის დასავლეთ ბარინასის ციხის პატიმრებმა პენიტენციალური დაწესებულების სახურავზე საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ციხის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ, რომელმაც, მათი თქმით, უიარაღო პატიმრებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.
პატიმრების თქმით მშვიდობიანი პროტესტის დროს ციხის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს და რამდენიმე მათგანი დაჭრეს. პატიმრები ამბობენ, რომ ახალი დირექტორის დანიშნვის შემდეგ, ილახება მათი უფლებები.
პატიმრების ოჯახის წევრები საპატიმროს გარეთ ეროვნული გვარდიის ოფიცრებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ სპეცრაზმის ფარებით, როდესაც ისინი უშედეგოდ ცდილობდნენ მათ შეჩერებას.
ვენესუელის ციხეები საერთაშორისო კონტროლის ქვეშაა, რადგან დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც გათავისუფლდება ასობით ადამიანი, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად ითვლებიან.