ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

25 მაი 2026

სამამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ჩინეთის ჩონცინის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად.  17 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ტერიტორიები და გააქტიურდა მეწყრული მოვლენები. წყალდიდობაა ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰუიშიც.

გასულ კვირას, ჩინეთის სამხრეთ და ცენტრალურ პროვინციებში ძლიერი წვიმების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით კი იძულებული იყო საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.