ტოკიოს ერთერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ინციდენტის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

25 მაი 2026

ტოკიოს ცენტრში მდებარე  სავაჭრო კომპლექსში 20-მდე ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც შენობაში კაცმა  ჯერჯერობით უცნობი ნივთიერება გააფრქვია. ტოკიოს პოლიციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კაცმა ნივთიერება პირველ სართულზე მდებარე ბანკომატში შეასხურა

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ სავაჭრო ცენტრის წინ ქუჩა შემოსაზღვრა, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და მედიკოსები.

შენობაში მყოფების ევაკუაცია სათადარიგო კარებიდან განხორციელდა.  შენობიდან ორი ადამიანი საკაცით გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ დაშავებულებს  მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძალადობის ფაქტები იშვიათია იაპონიაში, სადაც შეიარაღებული თავდასხმების დაბალი მაჩვენებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონია იარაღის შესახებ.